25 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმე, მუხთარლის გატაცება, საკონსტიტუციო ცვლილებები - HRW-ის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესები გაკრიტიკებულია

საქართველოში მიმდინარე მოვლენები კრიტიკის ობიექტი HUMAN RIGHTS WATCH-ის მხრიდან გახდა. გავლენიანი ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო საკონსტიტუციო რეფორმით, რუსთავი 2-ის საქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებითა და იმ პრობლემებით მოხვდა, რომელიც დოკუმენტის ავტორების აზრით, ძალოვან უწყებებში არსებობს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპებით, ფართო კონსესუსის მიღწევის გარეშე მიიღო.

ანგარიშში გაკრიტიკებულია სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის, „რუსთავი 2-ის“ საკუთრების საკითხზე დავა შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე.

HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშში აღნიშნულია სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები