19 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
ავარია თურქეთში - გარდაიცვალა 11 და დაშავდა 44 ადამიანი

თურქეთში მასშტაბურ ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ავტობუსი, რომლითაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიდიოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევა ესკი-შეჰირის პროვინციაში მოხდა. ავარიის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. გამოძიება ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგენს.

ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსს მაგისტრალზე ცხოველმა გადაურბინა.

ამ დროისთვის ავტობუსის ორივე მძღოლი დაკავებულია. მათ არდადეგების პერიოდში მოსწავლეები ანკარიდან თურქეთის ერთ-ერთ სამთო-სათხილამურო კურორტზე უნდა ჩაეყვანათ. 

დღის ამბები