20 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებზე ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები - ალეკო ელისაშვილი

"საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადები,“ - ეს განცხადება თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან არ წასულა.

„პოლიტიკიდან არსად წავსულვარ. ერთი შეხედვით, ზედაპირული კაცის შთაბეჭდილებას რომ ვტოვებ, ვიცი, მაგრამ პოლიტიკას ძალიან სერიოზულად და სიღრმისეულად ვუყურებ, ამ საქმეში სათამაშოდ არ ვარ შესული,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

„გუნდი, რომელიც შემოკრებილი მყავდა, არ დამიკარგავს. თებერვლიდან ორგანიზაციასთან ერთად ვაპირებ გააქტიურებას. ორგანიზაციული პოლიტიკური ფორმით ვიქნები პოლიტიკის მონაწილე,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

 

დღის ამბები