25 აპრილი 2024,   19:49
ვრცლად
ყველამ უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს პასუხი, ვინც თბილისის არჩევნებში მხარი არ დაუჭირა ელისაშვილს - არმაზ ახვლედიანი

„კვირიკაშვილს, ალბათ, უნდა გაუხარდეს, თუ ის იქნება საპრეზიდენტო  კანდიდატი იმიტომ, რომ ვერ მიაღწევს ის საპრეზიდენტო კამპანიამდე, ვფიქრობ,“ - ეს განცხადება დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებზე საუბრისას გააკეთა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებამ მომახერხა ის, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგა, თუმცა, ვერ ჩამოყალიბდა ვის დაუჭიროს მხარი.

„ყველამ უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს, ჩემი აზრით, პასუხი, ვინც თბილისის არჩევნებში მხარი არ დაუჭირა ალექსანდრე ელისაშვილს და რატომ, იცით? - არსებობდა ალტერნატივა. ის საუბარი, საკმაოდ არაკომპეტენტური, რომ პოლიტიკოსი არ არის, მიუღებელია. რა ტიპის პოლიტიკოსი უნდა ჩვენს საზოგადოებას, ძალიან მაინტერესებს, გასვრილი, ყველგან ნამყოფი? მგონი, უნდა დაარსდეს საქართველოში ახალი საზოგადოება - "საქვაზელინი", მაპატიეთ,“ - განაცხადა ახვლედიანმა. 

დღის ამბები