20 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
ალექსანდრე კვახაძის შეურაცხყოფის გამო, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს 

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ალექსანდრე კვახაძის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

კვახაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა 17 იანვარს თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, მიაყენეს.  

1990 წელს დაბადებულ პირს ბრალი მალევე ძალადობის მუხლით წაუყენეს. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად დაზარალებული ამ ფაქტს პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირებს და მას კრიმინალად განიხილავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები