23 აპრილი 2024,   22:59
ვრცლად
ბათუმში ახალგაზრდა ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა

ბათუმში ახალგაზრდა ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა საზღვაო ჰოსპიტალში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ლიფტი უფუნქციო იყო. 

დაშავებული მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილია კლინიკა მედინაში. ექიმები ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. 

გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა ქალი საზღვაო ჰოსპიტალის თანამშრომელია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

დღის ამბები