17 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
აქცია ზუგდიდში - სოფელ ოდიშის მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.

მათი თქმით, წყლის ახალი მილების გაყვანის სამუშაოები, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია ასრულებდა, უკვე 5 თვეა, უსახსრობის გამო შეჩერებულია. თითქმის ნახევარი წლის წინ ამოთხრილი მიწა და შლამი კი ამ დრომდე მოსახლეობის სახლებთან ყრია, რის გამოც სანიაღვრე არხები წვიმის დროს იბლოკება და წყალი მოსახლეობის ეზოებში შედის.

ადგილობრივების თქმით, სოფელში გზებთან ერთად დაზიანებულია განათების ბოძები, ხშირია უბედური შემთხვევებიც.

დღის ამბები