25 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
ანკარამ სირიაში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება დაიწყო - თურქეთის არმია ქურთი მებრძოლების პოზიციებს ბომბავს

საფრანგეთი სირიაში არსებული ვითარების განხილვისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნდა ამოქმედდეს და ამის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე შედგა მის თურქ კოლეგასთან.

პარალელურად, ანკარამ სირიაში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება უკვე დაიწყო. თურქეთის არმია ქურთი მებრძოლების პოზიციებს ბომბავს. სამხედროებმა ავიაციისა და არტილერიის დახმარებით ეთნიკური ქურთებით დასახლებული რეგიონი ქურთი მებრძოლებისგან უნდა გაწმინდონ და სასაზღვრო ზონაში 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონა შექმნან.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფალი არმიაც მონაწილეობს.

ე.წ. უსაფრთხო ზონა, აფრინის რაიონთან ერთად, მანბიჯის პროვინციასაც მოიცავს, რომელსაც ასევე ქურთი მებრძოლები აკონტროლებენ. უკვე ცნობილია, რომ აფრინის შემდეგ ოპერაციას თურქეთის შეიარაღებული ძალები მანჯიბშიც გააგრძელებენ. თურქეთის პრეზიდენტმა სამხედრო მეთაურებს ოპერაციის მოკლე დროში დასრულების განკარგულება მისცა.

დღის ამბები