25 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით ტენდერში დისკვალიფიცირებული კომპანია ამარაგებს

თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები 15 იანვრიდან შპს ნილს შეაქვს. კომპანიასთან დროებითი ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდა, რაც 42 მლნ ლარიანი ტენდერი სკანდალურად ჩაიშალა.

სასურველი კონტრაქტი კონკურსში დისკვალიფიცირებულ, მაგრამ ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენთან, შპს ნილთან გაფორმდა. მაგრამ პოსტ სკრიპტუმს ხელთ ჩაუვარდა თბილისის წინა მერის, დავით ნარმანიას, აქამდე გაუხმაურებელი წერილი, რომლითაც ის ერთ-ერთ სამინისტროს რჩევებს აძლევს და აფრთხილებს, რომ შპს ნილი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, არაერთხელ დაჯარიმდა. ამიტომ ნარმანია ამ წერილში მიუთითებს, რომ ის ნილს რეკომენდაციას არ უწევს.

პოსტ სკრიპტუმმა ასევე მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ 42 მლნ ტენდერში ნილის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი კომპანია დღეს მის პარტნიორად იქცა და საბავშვო ბაღებს ერთობლივად ამარაგებენ.

არის თუ არა ეს კონკურსიდან დიკსვალიფიცირებული ყოფილი კონკურენტების ოლიგიპოლიური გარიგება, ბაღების სააგენტოში არც ამ კითხვაზე აქვთ პასუხი.

 

 

ავტორი: მიშა სესიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები