25 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
უკიდურესად გაჭირვებული მოხუცები და სანატრელი ლუკმა-პური - ორი ოჯახი პოლიტიკური ნიშნით შემწეობის მოხსნას ეჭვობს

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ პენსიონერ ცოლ-ქმარს, იური და ლუბა სტეფანიანებს, სოციალური დახმარება აგვისტოში მოუხსნენს. ამის მიზეზად მოხუცები ოპოზიციურ პარტიასთან კონტაქტს აბრალებენ.

ბოლო წლებია, იური სტეფანიანმა რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, მისი მეუღლე მოვლას მარტო ვეღარ ახერხებდა და ერთი წელი მოხუცებულთა თავშესაფარში მის გადაყვანას ითხოვდა, თუმცა ადგილების არარსებობის მიზეზით ვერ დააკმაყოფილეს, სანამ ამ ზაფხულს ქუჩაში, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ არ დაეცა. პარტიის წევრებმა ის მოხუცებულთა თავშესაფარში გადაიყვანა, თუმცა, იური სტეფანიანი იქ მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა. 

რამდენიმე დღეში ოჯახმა გაიგო, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს და მიზეზების გარკვევა დაიწყო. ნოემბერში დახმარება ისევ დაუნიშნეს, თუმცა, ჯერ თანხა არ აუღიათ.

მოხუც ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავდათ. ერთი გარდაეცვალათ, მეორე ფსიქიატრიულ საავადმყოფიშია მოთავსებული, ხოლო მესამე ომის ვეტერანია.

მსგავს გაჭირვებაში ცხოვრობს სოფელ მაჩხაანში მცხოვრები ნაირა ბენაშვილი. მას საკუთარი სახლიც არ აქვს, ქირას 60 ლარს სახელმწიფო უხდის. თუმცა, სოციალური დახმარების მოხსნას ისიც ოპოზიციურ პარტიასთან კონტაქტს აბრალებს.

განცხადებით დახმარების მოხსნის შედეგ სოციალურ სამსახურს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა სულ მაღალი ქულები მიიღო. 

სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნით ქულების ცვლილებას გამორიცხავს.

პოლიტიკური ნიშნით სოციალური დახმარების მოხსნის ეჭვების გარდა, ორივე ოჯახს უსამართლობის განცდა აერთიანებს, ვერც ერთი ვერ ხვდება, რატომ შეუწყვიტეს დახმარება, როცა მათი მდგომარეობა, პირიქით, დამძიმდა.

 

 

დღის ამბები