20 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
თურქმა სამხედროებმა სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქურთულ რეგიონზე სრულ მასშტაბიანი სამხედრო იერიში მიიტანეს

თურქმა სამხედროებმა სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქურთულ რეგიონზე სრულ მასშტაბიანი სამხედრო იერიში მიიტანეს. განადგურებულია ქურთი მებრძოლების ის პოზიციები, საიდანაც თურქულ ქალაქებზე იერიშები განხორციელდა. თურქეთის სამხედრო ოპერაციას ქურთმა მებრძოლებმა სირიიდან საარტილერიო შეტევით უპასუხეს.

მათ მიერ ნასროლი რაკეტები საზღვარზე მდებარე ქალაქ რეინჰანლისა და კილისშიც ჩავარდა. ამ იერიშის შედეგად სირიის ერთი მოქალაქე დაიღუპა. მძიმედ დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბი ის გახდა, რომ ISIS-ის დამარცხების შემდეგ თურქეთ-სირიის საზღვრის მონაკვეთი მთლიანად სირიელი ქურთების კონტროლის ქვეშ გადავიდა. ოფიციალური ანკარა კი, მათ "ქურთთა მუშათა პარტიის" მებრძოლებთან კავშირში ადანაშაულებს და მათი განადგურებით იმუქრება.

სამხედრო მოქმედებებს თურქეთის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. აქციები გაიმართა სტამბოლშიც და ანკარაშიც, თუმცა დემონსტრაცია პოლიციამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაკავებულია 12 ადამიანი. 

დღის ამბები