25 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - ბაზრის მოქმედი დირექტორი დაკითხვაზე დაიბარეს

გენერალ ქუთათელაძის ბიზნეს პარტნიორი ისრაელიდან, საკუთარ ჩვენებას უარყოფს. უზიელ ნონი „შაბათის კურიერში“ ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ, დღეს „კურიერს“ ვრცელ ინტერვიუს აძლევს და ამტკიცებს, რომ მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღწერილ ფაქტებზე არაფერი იცის. ანუ ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყველაზე დიდი წილის მფლობელი არ ადასტურებს გენერალ ქუთათელაძის ფინანსურ უთანხმოებას და კონფლიქტს ყოფილ მოწილე გიორგი ჭანტურიასთან და ბაზრობის მოქმედ დირექტორ მამუკა ცხოვრებაძესთან. გამოძიება კი ახალი მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობს. ცეცხლსასროლ იარაღს და ტანსაცმელს სამართალდამცველები დღეს მთელი დღის განმავლობაში მტკვარში ეძებდნენ. პარალელურად, რუსთავის პოლიციაში დაკითხვების ახალი სერია დღეს საღამოს განახლდა. საგამოძიებო უწყებაში ბაზრის დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე დაიბარეს. ცხოვრებაძესა და ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებზე დაპირისპირების შესახებ სწორედ ბაზრის ერთ-ერთი მფლობელის უზიელ ნონის იმ ჩვენებაშია საუბარი, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა. ებრაელი ბიზნესმენის ამ ჩვენების მიხედვით ქუთათელაძისა და ცხოვრებაძეს შორის დავა ფინანსურ დაღვევებზე ისე დაიძაბა, რომ ქუთათელაძემ მას კალკულატორიც კი ესროლა.

თავად ცხოვრებაძე ჩვენებას არასერიოზულს უწოდებს.

რაც შეეხება ნონის, მისი ადვოკატი გასაჯაროებული ჩვენების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები