19 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
ბეტონის ცათამბჯენი ატენის ქუჩაზე - ხმაურიან საქმეს ორი დაზარალებული მხარე ჰყავს

ატენის ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის ჯერ 19 სართულია აშენებული. ეს მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა და მერიას დაავალა თავიდან შეესწავლა მჭიდროდ დასახლებულ უბანში ახალი ბეტონის ცათამბჯენის აშენების მიზნობრიობა. მერიამ შეისწავლა და ახალმა მერმა, კახი კალაძემ მშენებლობის განახლებას მწვანე შუქი აუნთო.

მოსახლეობა ამბობს, რომ ბეტონის ახალი ცათამბჯენი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით შენდება და მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

მშენებლობის ნებართვა ატენის ქუჩაზე, გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა, თუმცა მაშინ კორპუსი 7-სართულიანი უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ კოეფიციენტის ცვლილება მოითხოვეს და საბოლოოდ 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ხელი დავთ ნარმანიამ მოაწერა. ადგილობრივი მოსახლეობის სარჩელის საფუძველზე კორპუსის მშენებლობა სამივე ინსტანციის სასამართლომ შეაჩერა და მერიას დაავალა, რომ გადაწყვეტილებას გადახედოს მას შემდეგ, რაც კალაძემაც კორპუსის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა, ადგილობრივები უკვე პროტესტის რადიკალური ფორმებს მიმართავენ.

კალაზე გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს. თბილისის მერი აცხადებს, რომ მან მხოლოდ ფორმალური ნებართვა გასცა, რადგან შექმნილ ვითარებაში სხვა გზა არ ჰქონდა.

ხმაურიან საქმეს სხვა დაზარალებულებიც ყავს. 190-მდე ადამიანი 10 წელზე მეტია სწორედ ამ კორპუსის მშენებლობის დასრულებას და საკუთარი ბინების მიღებას ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები