25 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
ოსკარის ნომინანტების ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება

ლოს-ანჯელესში წლის რჩეულები ამჯერად მსახიობთა გილდიამ დაასახელა.

24 ცერემონიის ფავორიტი და სამი ჯილდოს მფლობელი მარტინ მაკდონაჰის ფილმი, ”სამი ბილბორდის ებინგის საზღვართან” გახდა.

არაერთი კინო დაჯილდოების რჩეული ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი მსახიობთა გილდიის გამარჯვებულიც გახდა.

ჩერჩილის როლის შესრულებისთვის გილდიისგან დაჯილდოვდა გარი ოლდმენიც. როგორც წლის მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი.

მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიაში კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის საპატიო ჯილდო მორგან ფრიმენს გადასცეს. ოსკარის ნომინანტების ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება. 

დღის ამბები