19 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
კომენტარს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება იძლევა - „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს უფროსი

BBG Watch-ის მიერ ვაშინგტონსა და თბილისის წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რადიო თავისუფლების" სათაო ოფისი ქართულ ბიუროს „რუსთავი 2"-თან თანამშრომლობას აიძულებს და ბიუროს სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს.

დავით კაკაბაძეს „რუსთავი 2“ დაუკავშირდა, თუმცა მან განაცხადა, რომ არ აქვს უფლებამოსილება ინტერვიუ მისცეს, ვინაიდან ამის უფლებას მისი ორგანიზაციის წესდება არ აძლევს.

„ყველანაირ კომენტარს ამ საკითხზე იძლევა ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი, რომ თქვენთვის ჩემთან უფრო საინტერესო იქნებოდა საუბარი, მაგრამ ასეთი წესია. ყველანაირ საშინაო სამზარეულოს საკითხებზე კომენტარს აკეთებს ეს განყოფილება. ნებისმიერი რედაქცია, ეს იქნება, ირანი, საქართველო თუ სომხეთი, ასეთი სახის კომენტარს, ეგენი აკეთებენ,“- განაცხადა დავით კაკაბაძემ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები