25 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
პარტიული სიმბოლიკის შემცველი სანომრე ნიშნები - იმერეთის გუბერნატორს და მის მოადგილეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს და მის პირველ მოადგილეს გრიგოლ დალაქიშვილს „საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება, გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორის მიერ, პარტიული სიმბოლიკის შემცველი სანომრე ნიშნებით გადაადგილებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ სამსახურებრივ ავტომობილებზე სანომრე ნიშნების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას მათ ორი წერილი მისწერეს.

„გვპასუხობენ, რომ ამ ორ მანქანას ერთდროულად დაეკარგა სანომრე ნიშნები და უკვე ცვლილების შემდეგ ფიქსირდება, რომ მათზე დატანილია პარტიის სიმბოლიკა GD-041-IM და IM-041-GD. ეს ადამიანები გვიმტკიცებენ, რომ ამას კავშირი საერთოდ არ აქვს პარტიულ აგიტაციასთან,“ - აცხადებს  თორნიკე ბარათაშვილი.

განმარტება ამასთან დაკავშირებით გააკეთა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სამსახურის უფროსმა გოჩა გაბუნიამ, რომელიც აცხადებს, რომ ავტომობილებზე კუთვნილი ნომრები უამინდობის გამო დაკარგეს.

„ჩვენ ვიცით, რომ 041 არ არის პოლიტიკური ციფრი, არის 41 და შესაბამისად, ვერ მიიღება ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება,“- განაცხადა გოჩა გაბუნიამ.

 

დღის ამბები