17 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
სოსო ოსორაულის ძმა ახალი ინფორმაციის გასაგებად კონგოში მიემგზავრება

გაუჩინარებული ქართველი პილოტის, სოსო ოსორაულის ძმა კონგოში მიემგზავრება და დარწმუნებულია, რომ საკუთარი ძმის შესახებ ახალ ინფორმაციას მოიპოვებს. ოჯახში უარყოფენ ინფორმაციას კონგოდან სატელეფონო ზარის შესახებ, მაგრამ საუბრობენ სხვა ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ გაუჩინარებული პილოტი ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება.

ოჯახის იმედს იმის გამოც არ კარგავს, რომ დაკარგულ მფრინავს კონგოში დანიშნული ხელფასი ამ დრომდე ერიცხება.

არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი ოსორაული კონგოში გადაფრენას სულ მალე გეგმავს. დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატაცებულმა მფრინავმა, ნათესავებთან დარეკა და აცნობა, რომ ცოცხალია. გერმანიაში მყოფი გიორგი ოსორაული ძმასთან კომუნიკაციას არ ადასტურებს.

ოსორაულის მეორე ძმას, კობა ოსორაულს პრეტენზიებს მთავრობის მიმართ აქვს, თუმცა, ყველაზე მეტად თავდაცვის უწყებას ადანაშაულებს.

42 წლის ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული უკვე ერთი წელია კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებამ გაიტაცა.

ქართველი პილოტები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაოდ მას შემდეგ წავიდნენ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.

სოსო ოსორაული აგვისტოს ომის გმირია. 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, მან ბოლო გაფრენა შეასრულა ცხინვალის მიმართულებით და მე-2 ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა.

ავტორი:ია გულიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები