19 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
დანაშაულის სტატისტიკა-მესამე სექტორი ციფრებით მანიპულირებაზე საუბრობს და მეთოდოლოგიის შეცვლას ითხოვს 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებულ დანაშაულებრივ სტატისტიკას ეხმაურება. გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ შსს ამ მონაცემებს აღარ აქვეყნებს და ერთადერთი რაზე დაყრდნობითაც შეიძლება მსჯელობა, ეს საქსტატის მიერ გამოცხადებული მონაცემებია.

მისივე თქმით ამ მონაცემებით ირკვევა, რომ სტატისტიკა ერთ ნიშნულზე დგას. რეალურად კი სტატისტიკა არ არსებობს.

გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამიტომ უცნობია რამდენად ასახავს ის სინამდვილეს.

გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით შს დღევანდელი მინისტრი დებს პირობას, რომ გამოქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა, თუმცა რა მეთოდოლოგიით მოხდება მისი შემუშავება ეს კითხვის ნიშნებს ბადებს. რადგან მეთოდოლოგია ყოველთვის იყო მსჯელობის საკითხი.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით მიხედვით დიდი ცვლილებები დანაშაულებრივ სტატისტიკასთან მიმართებაში არ არის.  

ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას გამოეხმაურა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარეც.“ გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ის რომ ციფრებში დანაშაულის სტატისტიკა არ იზრდება, ეს დამოკიდებულია თავად მეთოდოლოგიაზე. გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ თუ არ მიაწოდებენ საზოგადოებას სწორ ინფორმაციას, ამით მათი რეიტინგი შენარჩუნდება, რაც არასწორია.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ შევარდნაძის დროს 16 ათასი იყო წლიური დანაშაულის სტატისტიკა და გახსნის მაჩვენებელი იყო 84-86%. 2007 წელს კი 60 ათასამდე რეგისტრირებული მაჩვენებელი იყო გახსნის მაჩვენებელი კი იყო 28-29%. 

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტი გია გვილავა პრობლემას არა მხოლოდ სტატისტიკის წარმოებაში ხედავს. მისი თქმით თავად მუშაობის პროცესშიც პოლიციელებიც არასწორად აღრიცხავენ და მონაცემებს არასწორად აჩვენებენ.

გია გვალავა ამბობს, რომ ყველაზე მთავარია სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, რომ მეთოდოლოგია იყოს სწორი და პოლიციელმა სწორედ აღწეროს მონაცემები.

დღის ამბები