19 აპრილი 2024,   21:28
ვრცლად
თურქეთის არტილერია სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციებს უტევს - მოკლულია 260 მებრძოლი

მეხუთე დღეა თურქეთის არტილერია სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციებს უტევს. გამთენიისას დაიბომბა აფრინის შემოგარენი. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი იერიშების შედეგად 260 მებრძოლი მოკლეს. მათ შორის ქურთთა დაჯგუფებისა და ISIS-ის წევრებიც არიან.

ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მხოლოდ აფრინის რეგიონით არ შემოიფარგლება და სამხედრო ძალას ყველა მოსაზღვრე რეგიონში გამოიყენებს.

შეერთებულმა შტატებმა უკვე მოუწოდა ოფიციალურ ანკარას, სირიის ჩრდილოეთ რაიონებში ვითარების დეესკალაციისკენ. ევროპაში კი უკვე ისმის მოწოდებები თურქეთისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. მიზეზი გერმანული ტანკები გახდა, რომლებსაც ანკარა აფრინში იყენებს.

დღის ამბები