24 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
„ლეიბორისტული პარტია“ ელექტროენერგიაზე მომატებულ ტარიფს ასაჩივრებს

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ აბონენტებისთვის ელექტროენერგიაზე მომატებული ტარიფები გაასაჩივრა. სარჩელით საქალაქო სასამართლოს პარტიის იურისტმა დღეს მიმართა.

"სემეკის" 27 დეკემბრის დადგენილებით მომხმარებლებს ტარიფი, კომპანიის მიერ სამომავლო და სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით დაერიცხებათ.

„სემეკის" დადგენილების მიღება მოხდა ნაჩქარევად და კანონის უხეში დარღვევით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. სამომავლო და სავარაუდო ხარჯებია ჩადებული ტარიფში, რის გამოც ტარიფი მკვეთრად გაიზარდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამის შესახებაც იცის, მაგრამ ამ თვის ბოლოს, როდესაც მათ მიუვათ ქვითრები, ეს ეხება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე რეგიონებს, ისინი გაიგებენ თუ რა მკვეთრად მოხდა ტარიფის გაზრდა,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.

დღის ამბები