20 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
„ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, არის რეპრესიული, არის დასჯაზე ორიენტირებული," - ანა ნაცვლიშვილი

ყოველი დღე, როდესაც სახელმწიფო არსებულ ნარკოპოლიტიკას ინარჩუნებს, არის მნიშვნელოვანი დარტყმა ასეულობით ადამიანისთვის - ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად, სწრაფი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

„ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, არის რეპრესიული, არის დასჯაზე ორიენტირებული და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ათეულობით და ასეულობით მოქალაქე, დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ყველი დღე, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს ამ ფორმით და ამ სახით ნარკოპოლიტიკას, ეს არის ასობით ადამიანის თავისუფლების, სიცოცხლის და ამ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა. ამიტომ, ეს ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები