20 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
ივანიშვილმა მშველელად მოუხმო შალელაშვილს, რომელიც ცდილობს, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ის სასჯელს გადაარჩინოს - ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი კონგრესში შესატან კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოლიგარქებს ფინანსური სანქციები დაუწესდებათ. სიაში ბიძინა ივანიშვილის გვარიც ფიგურირებს.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცადებით, ივანიშვილის პარტნიორი შოთა შალელაშვილი ამერიკაში თავისი გავლენებით სიიდან ივანიშვილის ამოღებას ცდილობს.

„როგორც აშშ-დან ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილმა მშველელად მოუხმო ბიტკოინების სფეროში თავის მილიარდერ პარტნიორს, შალელაშვილს, რომელიც ცდილობს, თავისი ეროვნული ლობის მეშვეობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გადაარჩინოს სასჯელს საქართველოს დამაქცევარი და მტარვალი ივანიშვილი. ვაფრთხილებ ბატონ შალელაშვილს, თუ გააგრძელებს ის ამ უღირს საქმიანობას, თვითონ მოხვდება სანქცირებულთა სიაში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები