18 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
ტენდერების სკანდალური საქმე - კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ ხელისუფლება კარტელურ გარიგებაში არ მონაწილეობდა

ტენდერების სკანდალურ საქმეზე, რომელიც მეგობრებს, პრემიერ-მინისტრსა და მომღერალ "უცნობს" შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, კონკურენციის სააგენტო დასკვნას აქვეყნებს.

ხადურის უწყებამ დაადგინა, რომ ხელისუფლება კარტელურ გარიგებაში არ მონაწილეობდა, თუმცა თავად ტენდერში მონაწილე კომპანიების შესაძლო გარიგებებზე მოკვლევა დაიწყება.

სახელმწიფო უწყების დასკვნის მიუხედავად, უცვლელია "უცნობის" პრეტენზიები. მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მისი სიძის კომპანიას "სიტროენ ჯორჯიას" სახელწიფო უწყებები დღესაც ღიად ებრძვიან. "უცნობი" კარტელურ გარიგებებზე ისევ მიუთითებს და როგორც თვითონ ამბობს, ამას კონკურენციის სააგენტოს დასკვნაც ადასტურებს.

კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება შეისწავლოს ბაზარზე მოქმედი კომპანიის სატენდერო დოკუმენტაცია. ნოდარ ხადურის უწყებამ უნდა დაადგინოს მოქმედებდნენ თუ არა ეს კომპანიები შეთანხმებულად "სიტროენ ჯორჯიას" წინააღმდეგ და იყო თუ არა მათ შორის კარტელური გარიგებები. სააგენტოს დასკვნის ამ ნაწილს "უცნობიც" და მისი სიძეც ეთანხმებიან, თუმცა კონკურენციის სააგენტოს დასკვვნის გამო, რომ კარტელურ გარიგებებში სახელმწიფო უწყებები არ მონაწილეობდნენ, უცნობი და მისი სიძე ნოდარ ხადურს აკრიტიკებენ. 

კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო ტენდერების სკანდალური საქმის დეტალები "სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრის საფუძველზე შეისწავლა. ნოდარ ხადურის უწყებამ "უცნობის" სიძის კომპანიის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მომღერალი სიტროენ ჯორჯიასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოშიც აგრძელებს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები