19 აპრილი 2024,   03:36
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის შეიარაღებული ძალები ამიერიდან ოფიციალურად შედიან რუსეთის არმიის შემადგენლობაში 

411- ხმით არც ერთის წინააღმდეგ - რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან სამხედრო ხელშეკრულებას დაუჭირა მხარი. დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი სამხედრო ხელშეკრულებას.

დღეიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეირაღებული ქვედანაყოფები რუსული არმიის შემადგენლობაში უკვე ოფიციალურად ირიცხებიან.

დოკუმენტის რატიფიკაციის თხოვნით, სათათბიროს ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს მიმართა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ ამიტომ რუსმა დეპუტატებმა მატ მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთთან საერთო ჯარის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მხარი ძალიან სწრაფად, განსაკუთრებული განხილვის გარეშე დაუჭირეს.

ერგნეთის შეხვედრების მონაწილე მურატ ჯიოევი ამბობს, რომ მოსკოვთან სამხედრო შეთანხმება მათ საქართველოსგან დაიცავს.

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ქართველი მონაწილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვა მათი მოლაპარაკების ფორმატში არ შედიოდა. ამ საკითხს რუს კოლეგებთან არც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი განიხილავს.

ხელისუფლებისგან უფრო მკვეთრ რეაქციას ითხოვს ოპოზიცია. დღეს რატიფიცირებული დოკუმენტის შემდეგ, პოლიტიკური პარტიების წევრები მმართველ გუნდს რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატების გადახედვას კიდევ ერთხელ სთხოვს.

დღის ამბები