19 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
ლვოვის პროკურატურამ დავით საყვარელიძეს საბრალდებო აქტი გადასცა

ლვოვის პროკურატურამ დავით საყვარელიძეს საბრალდებო აქტი გადასცა. დოკუმენტის თანახმად უკრაინის გენპროკურორის ყოფილ მოადგილეს ბრალად ედება ჯგუფურ ქმედებებში აქტიური მონაწილეობა და ქვეყნის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის უკანონო გადაყვანა.

საუბარია შეგინის სასაზღვრო პუნქტთან 10 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებზე. საბრალდებო აქტის ასლი დავით საყვარელიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

საზღვრის დარღვევის ხელშეწყობის გარდა, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლაც ბრალდება.

დღის ამბები