20 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
"უცნობის" სიძე ბიზნესომბუდსმენსა და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მიმართავს

„უცნობის“ სიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი შარაშიძემ მისი გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ კარტელურ გარიგებებზე გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირა და საქმის გადაფარვის მცდელობაზე ისაუბრა.

გიორგი გაჩეჩილაძის სიძე ბიზნესომბუდსმენსა და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მიმართავს, რომ მისი განცხადებებით დაინტერესდნენ.

"მინდა ვთხოვო ბიზნესომბუდსმენს, რომ გამონახოს დრო და თუ შეძლებს, ამ პროცესში ჩაერთოს, ჩვენ მზად ვართ, მას ყველა დოკუმენტაცია მივაწოდოთ ამ თემაზეც და კარტელის თემებზე. ასევე მინდა ვთხოვო ამერიკის სახელმწიფო პალატას, საერთაშორისო სამრეწველო პალატას და ბიზნეს ასოციაციას, იმისთვის, რომ ღია პროცესი იყოს, მაქსიმალურად ჩართულობა იყოს. კონკურენციის სააგენტომ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს მოკვლევა კარტელზე, რაც ამ სფეროში უპრეცედენტოა, ახლა უნდათ, თავი მამართლებინონ, რომ არ ვარ დევიდ კოპერფილდი,“- განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

მომღერალ „უცნობის სიძე“ ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე უკვე მესამედ მივიდა. გიორგი შარაშიძესთან გამომძიებლებს კითხვები ლილოს დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აქვთ, სადაც შენობების დემონტაჟი განხორციელდა და ამ სახით დაუბრუნა შარაშიძის კომპანიამ ქონება სახელმწიფოს.

დღის ამბები