24 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა

კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. კიევის სააპელაციო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის პროცესი შესვენების შემდეგ განახლდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. საღამოს 22:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაადგილება ეკრძალება.

მიხეილ სააკაშვილი უკან დახევას არ აპირებს და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გენერალური პროკურატურის საჩივარი განიხილა. 

დღევანდელ სხდომას რადას 9 დეპუტატს შორის, იულია ტიმოშენკოც ესწრებოდა.

პეჩორის სასამართლომ ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილი გაამართლა და ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები