18 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
"21-ე საუკუნეა და გვინდა, რომ შუქი გვქონდეს" - საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქთან ახლოს ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ უკვე 2 კვირაზე მტია, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

ისინი დასახლებაში არ არიან რეგისტრირებულები, დენი კერძო პირიდან მიეწოდებოდათ, რომელიც საავტომობილო გზის გაყვანის გაო აღებაში მოხდა.

ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ხელისუფლების წარმომდგენლებს, თუმცა, როგორც ამბობენ, უშედეგოდ.

თუკი რამდენიმე დღეში პრობლემა არ მოგვარდება, ისინი „ენერო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ.

„შუქის გარეშე დავრჩით. 21-ე საუკუნეა და გვინდა, რომ შუქი გვქონდეს,“- განაცხადა აქციის მონაწილემ, დარეჯან მორთულაძემ. 

დღის ამბები