23 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
გორის საკრებულო გადაწყვეტილებით, მერიას 9 ვაკანსია დაემატა, რომელიც შევსებული იყო

გორის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდაზე იმსჯელეს, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საკრებულოს თავმჯდომარეც და ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ის 9 ვაკანსია, რომელიც დღეს საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაემატა მერიას, უკვე შევსებულია და ადამიანები ამ დრომდე ანაზღაურების გარეშე მოხალისედ მუშაობდნენ მერიაში.

მერის წარმომადგენელმა სხდომა უკომენტაროდ დატოვა.

დღის ამბები