25 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
ალდამოვის სკანდალური განცხადების შემდეგ, მაჩალიკაშვილები კიდევ უფრო დარწმუნებულები არიან, რომ სპეცრაზმმა ახალგაზრდას შეცდომით ესროლა

პარასკევის ლოცვის შემდეგ უხუცესები და სოფელ დუისის მცხოვრებლები პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ეზოში შეიკრიბნენ. საერთო განცხადების მთავარი ადრესატი მთავარი პროკურორი იყო. ხეობელები ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვენ.

პანკისის ხეობაში განხილვის მთავარი თემა, რუსლან ალდამოვის განცხადება იყო. ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულმა ერთთვიანი დუმილი მისი ინტერესების დამცველთან გუშინ ციხის საკანში დაარღვია. ალდამოვი ამტკიცებს, რომ სპეცრაზმმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლა და რეალურად სუს-ს მისი ლიკვიდაცია უნდოდა.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ალდამოვის განცხადება დამაჯერებელია თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის. გარდაცვლილის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ სახლში 26 დეკემბრის ღამეს სპეცრაზმი შეცდომით შევიდა.

26 დეკემბრის სპეცოპერაციიდან, თითქმის, ერთი თვის თავზე პანკისის ხეობაში აინტერესებთ, რა დაადგინა გამოძიება და რა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ესროლეს ლოგინში მყოფ 19 წლის თემირლანს.

ადგილობრივ მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ უფლებამოსილების გადამეტების საქმის გამოძიებას პროკურატურა განზრახ აჭიანურებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები