24 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
ტერაქტი ქაბულის სამთავრობო კვარტალში - გარდაცვლილია, მინიმუმ, 40 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქში მორიგი აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა.  ტერორისტების სამიზნე ისევ ქაბულის სამთავრობო კვარტალი გახდა, სადაც საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები მდებარეობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

არის მსხვერპლიც. ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე 20 გარდაცვლილის შესახებ. დაშავებულის რიცხვი კი 70-ს აჭარბებს.

სამართალდამცველები გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

დღის ამბები