25 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ხმებს შეურაცხმყოფელი და საზიზღარი უწოდა.

ნიკი ჰეილისა და პრეზიდენტის ახლო ურთიერთობის შესახებ განხილვები მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპის რომანის შესახებ მინიშნება სკანდალური წიგნის ავტორმა მაიკლ ვულფმა გააკეთა.

ჰეილიმ ასევე უარყო წიგნში მოყვანილი ცნობა, რომ ის დიდ დროს ატარებს პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე.

46 წლის ნიკი ჰეილი უკვე 20 წელია, დაქორწინებულია და მას ორი შვილი ჰყავს.

დღის ამბები