20 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
ქაბულში ტერაქტის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 160-ს აღწევს. აფეთქება ქაბულის სამთავრობო კვარტალში შუა დღეს მოხდა.

ტერორისტებმა იმ ქუჩაზე სცადეს შეღწევა, სადაც სახელმწიფო უწყებები, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები მდებარეობს.

ოფიციალური პირების განმარტებით, სამთავრობო კვარტალში სამოქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ამიტომ თავდამსხმელებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიყენეს. დანაღმული ავტომობილი პოლიციის საგუშაგოსთან აფეთქდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ”თალიბანმა” აიღო. 

დღის ამბები