24 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
მონადირეების საპროტესტო აქცია ფოთში - შეკრებილები კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ

მონადირეების საპროტესტო აქცია ფოთში. შეკრებილები კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ, რომელის მიხედვითაც, მათ კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუზღუდავი გადაადგილებისა და ნადირობის უფლება ექნებათ.

ამ მოთხოვნით შეიკრიბა 300-მდე მონადირე კოლხეთის ეროვნულ პარკთან. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

„ქალაქის ხელმძღვანელების პოზიცია არის, რომ მივმართოთ სამინისტროს, გამოყონ წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, გაეცნობიან ამ პრობლემას და მიიღებენ შესაბამის გადაწვეტილებას. ქალაქი მოკლებულია იმ შესაძლებლობას, ვინაიდან აღნიშნული საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩარევის და რაიმე ცვლილების შეტანის,“ - აცხადებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი.

 მონადირეები, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

დღის ამბები