19 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
ავღანეთში მასშტაბური ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვა გამოცხადდა

ავღანეთში მასშტაბური ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვა გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ თავდასხმას 103 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 230-ს გადააჭარბა. გადარჩენილებს ნათესავები საავადმყოფოებში ამ დრომდე ეძებენ.

თავდასხმა ქაბულის სამთავრობო უბანში, სადაც დიპლომატიური უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები მდებარეობს, გუშინ მოხდა.

ტერორისტებმა სასწრაფო დახმარების დანაღმული მანქანა პოლიციის საგუშაგოსთან ააფეთქეს. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო თვეების განმავლობაში, მოძრაობა თალიბანმა აიღო.

დღის ამბები