24 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
ლევან გორგაძეს იაპონიის იმპერატორის თასი საზეიმო ვითარებაში გადაეცა

ლევან გორგაძეს იაპონიის იმპერატორის თასი საზეიმო ვითარებაში, მაყურებლის ოვაციის ფონზე გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია იაპონიაში რამდენიმე საათის წინ შედგა.

ტოჩინო-შინმა შეჯიბრზე სულ 13 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო.

ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასის მფლობელი პირველად გახდა. ეს წარმატება აღნიშნეს სუმოს გულშემატკივრებმა თბილისშიც, ქომაგთა კლუბში.

დღის ამბები