24 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს. სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ის ტვერის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდა.

ნავალნის ბრალად არასანქცირებული მიტინგის ორგანიზება ედება ბრალად.

საპროტესტო აქციები დღეს მთლიანად რუსეთის მასშტაბით დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ოპოზიციის 200-მდე აქტივისტია გადაყვანილი.

საპროტესტო გამოსვლების მთავარი ლოზუნგი 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტია.

აქციის დაწყებამდე სამართალდამცველებმა მოსკოვში, ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ოფისებში, რეიდები ჩაატარეს და ერთ-ერთ შენობაში განთავსებული ტელესტუდიის მაუწყებლობა გათიშეს.

დღის ამბები