20 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
მოკლებული შაქარი, მარილი და დაგვიანებული პროდუქტი - საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები კვების მენიუს შეცვლას ითხოვენ

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები ბაღების კვების მენიუს შეცვლას ითხოვენ. მათ უკვე ორასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. პეტიცია მშობლებისა და სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს ორგანიზებით შედგა.

მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს პროდუქტებით ორი კვირაა, რაც დედაქალაქის მერის მიერ ერთ-ერთ ტენდერში დისკვალიფიცირებული კომპანია შპს ნილი ამარაგებს. ათობით პრეტენზიისა და შენიშვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრობლემა ისევ არსებობს. 

მშობლები ბაღებში პროდუქტის დაგვიანებასა და უგემოვნო საკვებს აპროტესტებენ.

მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღებს, ახალი სტანდარტის მიხედვით, მენიუს მოაკლდა შაქარი, მარილი და გაიზარდა ცილების ოდენობა. მაგალითად, ახალი სტანდარტით, თითო ბავშვზე 1 გრამი მარილია დაშვებული.

კვების პრობლემებთან ერთად, საბავშვო ბაღების სისტემაში არსებულ ნეპოტიზმზე პასუხის გაცემას ითხოვს ოპოზიცია. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების დირექტორების და მოადგილეების თანამდებობები ნათესაური ან პარტიული ნიშნით ნაწილდება.

ლევან ხაბეიშვილი ორშაბათს ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს. იგი კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს. მათ შორის სააგენტოს ხელმძღვანელის გაზრდილ ხელფასთან დაკავშირებით.

 

 

 

ავტორები: თამთა ჩიტიშვილი, თაკო მესხი.  

დღის ამბები