23 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
გენერლის მკვლელობის საქმე - დღეს, პოლიციის სამმართველოში ბაზრის თანამშრომლები იკითხებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. დღეს, პოლიციის სამმართველოში ბაზრის თანამშრომლები იკითხებოდნენ. ბაზრის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ დეტალურად მიაწოდეს გამოძიებას ინფორმაცია და გაიხსენეს ის პერიოდი, როდესაც მათ სამსონ ქუთათელაძე ბოლოს ნახეს.

„მკითხეს, დაძაბული ურთიერთობა ხომ არავისთან ჰქონდაო იმ წუთში როცა შეხვედითო და არანაირი დაძაბულობა არ იყო. ინ იყვნენ ოთახში, მაგრამ მე იმათ არავის არ ვიცნობდი, გარდა სოსოს და მამუკასი. სხვას არავინს არ ვიცნობდი იქ ვინც ისხდნენ. მკვლელობის დღეს ვიყავი დილით,“ - აცხადებს ბაზრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

გენერალი ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში ნახეს გარდაცვლილი. მისი გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა დააკავეს გიორგი ჭანტურია, რომელიც ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

დღის ამბები