19 აპრილი 2024,   03:02
ვრცლად
"თავისუფლების მოედანზე" მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს. პროცესი 2 თებერვლამდე გადაიდო.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ინციდენტის დროს დაკავებული გიორგი სილაგაძისა და მისი მეგობრის, თეიმურაზ მენაბდიშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

დაკავებულთა ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს კანონი არ დაურღვევიათ და უფლებამოსილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადააჭარბეს.

დღის ამბები