16 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ოჯახის წევრები ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენებას ეწინააღმდეგებიან

ამ წუთებში ხმაურია ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული დავით ზაქარიას ოჯახის წევრები და ახლობლები, სამართალდამცველებს გარდაცვლილის ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადასვენების საშუალებას არ აძლევენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, არ გადმოდიოდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაბამისად, მათი თქმით, ექსპერტიზის ჩატარება გამოძიებისა და დამნაშავის დასჯისთვის მნიშვნელობას კარგავს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი იმ ავტომობილს დაეჯახა, სადაც დავით ზაქარაია იმყოფებოდა. ის ტაქსის მძღოლი იყო. ზაქარაია საავადმყოფოში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

 

დღის ამბები