25 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
მორალური ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, გამოვიდნენ და დაამტკიცონ - დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

„ეგ მორალური ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, გამოვიდნენ და დაამტკიცონ ის, რაც თქვეს, ან გამობრძანდნენ და სახალხოდ მოიხადონ ბოდიში,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

მეტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა" 2017 წლის ზაფხულში განხორციელდა.

ოპოზიციის მტკიცებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას მმართველ გუნდში ლობირებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, დავით მათიკაშვილი კომპანიის დამფუძნებლის ბავშვობის მეგობარია.

დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია „ყვარელრემმშენის" ხელმძღვანელს, გიორგი ჯოახიძეს სახელით და გვარით ვერ იხსენებს.

„გვარით და სახელით ასე პირდაპირ ვერ ვიხსენებ მაგ ადამიანს, ვისზეც არის ახლა საუბარი. შესაბამისად, ახლა რომ ვნახო ფიზიკურად, ვიზუალურად ვიცნობ ალბათ, თუ მართლა მანდ არის.... ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამ ადამიანთან საერთოდ, რაიმე სახის კავშირი მაქვს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები