24 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
გურიაში მამას 4 ბავშვი გარესამყაროსგან მოწყვეტილი ჰყავს - ბავშვები სკოლაში არ დადიან, მათთან არც სტუმრებს უშვებენ

გურიაში მამას მესამე წელია, 4 ბავშვი გარესამყაროსგან მოწყვეტილი ჰყავს. ბავშვები არც სკოლაში დადიან და სახლსაც თითქმის, არასდროს ტოვებენ, მათთან არც სტუმრებს უშვებენ.

მშობელი თავის გადაწყვეტილებას სკოლაში წლების წინ დაწყებულ პრობლემებს უკავშირებს. საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული. საჩივარი იყო შესული სასამართლოშიც, მაგრამ ბავშვები ამ დრომდე სახლში არიან გამოკეტილი.

დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ ყველაფერი სცადეს თუმცა, ბავშვები სასწავლო პროცესს ვერ დაუბრუნეს.

ოჯახის ადვოკატის თქმით, სასწავლო დაწესებულებაში ბავშვებს ჩაგრავდნენ. მშობლები პედაგოგებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მიზეზად, ბავშვების მამის, ამირან შავიშვილის მიერ 2015 წელს სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით რესურსცენტრისთვის ინფორმაციის მიწოდება გახდა.

პროცესში თავიდანვე იყო ჩართული სოციალური სამსახური, რომელმაც ამირან შავიშვილს ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანა შესთავაზა თუმცა, მშობლებმა უარი განაცხადეს.

გასულ წელს ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ ამირან შავიშვილს მამობის უფლება შეუზღუდა თუმცა, მალევე უკვე სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ბავშვები ამ დრომდე გარესამყაროს არიან მოწყვეტილები და სკოლაში განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ.

ავტორი: ლადო მენაბდე.

დღის ამბები