20 აპრილი 2024,   07:29
ვრცლად
„ამ დილით შუქიც არ არისო... ხე მიაქვთო ივანიშვილის“-სამეგრელოში მცხოვრებლების ინფორმაციით, ხეების ტრანსპორტირების დროს რეგიონი დენის გარეშე რჩება

სამეგრელოს მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გიგანტური ხეების გადანერგვის ფაქტს ეხმაურება. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ ქმედებას მავნებლობად აფასებს.

სამეგრელოში ამბობენ იმასაც, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირება ხდება ხშირია შემთხვევები, როდესაც გადამცემი ხაზები ზიანდება და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

„ამ დილით შუქიც არ არისო აქ რომ შემოვედი. ხე მიაქვთო ივანიშვილის. ეს როგორ შეიძლება შვილო. ე.ი. დასავლეთიდან გაიტანა თითქმის საუკუნოვანი ხეები“-ამბობენ სამეგრელოში.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა გაჭირვებული ხალხი შეშის გარეშეა დარჩენილი, ყოფილი პრემიერი ხეების გადანერგვით ერთობა.

„ჯერ ჩვენი ცოდვა დაიდო, ახლა ხეების, დაასვენოს ეს ხეები,“-აცხადებენ გამოკითხულები.

მოქალაქეები ამბობენ იმასაც, რომ გიგანტური ხეების ტრანსპორტირების დროს ზიანდება გზები. ხარჯებს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ანაზღაურებენ.

„ყველაფერი ჩვენი ჯიბიდან იხარჯება,“-აცხადებენ სამეგრელოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები