18 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
მედეა ვასაძე ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რა ეკოლოგიურ კვალს ტოვებს ხეების გადატანით

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხს ეხმაურება.

მედეა ვასაძე ამბობს, რომ მას პირადად  პროცესის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და ეს ყველაფერი საფუძველი ხდება იმის, რომ მოხდეს ოპოზიციის გააქტიურება.

„დადგა ჩვენი გააქტიურების დრო. საზოგადოებისგან ვგრძნობ ამას. საზოგადოებისგან არის შეკვეთა,“-განაცხადა მედეა ვასაძემ.

მისი თქმით გარემო არის აოხრებული ხეების გადატანის გამო.

მედეა ვასაძე პრიმიტიულ მიდგომად აფასებს საზოგადოების იმ ნაწილის მოსაზრებას რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხეების გადანერგვით არაფერს აშავებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი თვლის, რომ მოქალაქეების ამ ნაწილმა არ იცის, რა ეკოლოგიურ კატასტროფაზე შეიძლება იყოს საუბარი.

მედეა ვასაძე ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ინფორმაცია თუ რა კვალს ტოვებს მის მიერ ხეების გადატანა გარემოზე.

„არავინ არ არის იმის მთქმელი რა ეკოლოგიური ზიანი მიადგა ბათუმის სანაპიროს,“-აცხადებს მედეა ვასაძე.

მედეა ვასაძე ინტერესდება, სად არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მაშინ, როდესაც ხდება დანაშაული და ზიანდება ეკოლოგია.

მისი თქმით არ არსებობს აჭარის ავტონომიურ ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ბიძინა ივანიშვილს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები