18 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
თბილისში კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

ერთ წელიწადში თბილისში კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო. 

გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ხელი მოაწერა მემორანდუმს და საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

”ჰილტონი” შეინარჩუნებს კულტურული ძეგლის სტატუსს და ფასადი არ შეიცვლება. ამ დროისთვის კი მშენებლობაზე 150 ადამიანია დასაქმებული და პროექტის განმავლობაში კიდევ 500 ადამიანი დასაქმდება.

„ეს იქნება ათასობით ტურისტი ჩამოსული ამ სასტუმროში. ეს იქნება მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, შესაბამისად სოფელში დასაქმებული ადამიანები, ეს იქნება მოთხოვნა ტრანსპორტზე და ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული ახალი ადამიანები, ეს იქნება სავაჭრო სფეროში სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა და რა თქმა უნდა, ეს იქნება უამრავ მცირე მაღაზიასა თუ სავაჭრო მოლში გაყიდული ახალი პროდუქცია და ახალი შემოსულობა ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები