19 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
გადაწყვეტილება იქნება შესწავლილი იმისდა მიხედვით, როდის შემოვიდა აღსრულებაზე - თეა წულუკიანი მესამე სექტორის ბრალდებას პასუხობს

„ყველა სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც იქნება შესწავლილი იმისდა მიხედვით, როდის შემოვიდა აღსრულებაზე,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არასამთავრობო სექტორის საპასუხოდ გააკეთა. მესამე სექტორში იუსტიციის მინისტრს სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეა წულუკიანს დაქვემდებარებული უწყების ბრძანება თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ უკანონოდ სცნო, თუმცა იუსტიციის მინისტრი, ძალაში შესულ განჩინებებს არ ემორჩილება.

თა წულუკიანმა ის არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა, რომლებსაც სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეწვი შეაქვთ,

„კარგია, რომ ეს საქმე და კიდევ არაერთი სხვა საქმე ჩვენი სამინისტროს თუ სხვა სამინისტროების წინააღმდეგ მოწმობს იმ ერთ, ძალიან მარტივ რეალობას, რომელიც ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას უჭირს აღიაროს, დიახ, დღეს ქართული სასამართლო არის სამინისტროებისგან დამოუკიდებელი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

სასამართლომ იუსტიციის სამინსიტროს გაშვებული ორი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაავალა და ასევე, სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

ამ დროის მონაცემებით, ოთხწლიანი დავალიანების მიხედვით, თითოეულის სახელფასო განაცდური 75 ათას ლარს შეადგენს.

დღის ამბები