19 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
ექიმი ერთ-ერთ ბაგა ბაღში ბავშვების მოწამვლის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს

ბაგა-ბაღი „იმედის“ სამი აღსაზრდელიდან სამკურნალო დაწესებულებაში ორი ბავშვი რჩება. ერთი კი უკვე გაწერეს. ბავშვებმა თავი შეუძლოდ საბავშვო ბაღში იგრძნეს. მათ პირღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდათ. გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი კვებითი ინტოქსიკაცია იყო.

მკურნალი ექიმი კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტს ვერ ადასტურებს.

„მოიყვანეს საბავშვო ბაღიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარებით. დიაგნოზი იყო გულისრევა, პირღებინება. ანალოგიური დიაგნოზი დასტურდება ჩვენთან. მიდის დახმარება ინფუზიის თვალსაზრისით. გადასხმა უტარდებათ ახლა, სისხლის საერთო ანალიზი გაკეთდა. მაგრამ იმის დიაგნოსტირება, რომ ეს არის კვებითი ფაქტორი, თითქოს მუსირებს, რომ ეს იყო ბანანი ბაღში მიღებული, ამას ჩვენ ვერ ვადასტურებთ,“-განაცხადა პედიატრმა თამარ გაბრიჩიძემ.

რამ გამოიწვია ბავშვების შეუძლოდ გახდომა ბაგების სააგენტომ მონიტორინგი უკვე დაიწყო. მათ შორის ლაბორატორიულად შემოწმდება საკვებიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები