20 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 7 თებერვალს განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 7 თებერვალს განახლდება. დღეს სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ ადვოკატები. მომდევნო სხდომაზე სასამართლოდ სიტყვით მიმართავს ბრალდებულიც და არ არის გამორიცხული სასამართლომ განაჩენიც გამოიტანოს.

დეკანოზის დაცვის მხარეს იმედი აქვს, რომ პატიმრობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, 10 თებერვალს გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებენ.

„პირდაპირ უთითებს, რომ არ არსებობს საქმეში არანაირი მტკიცებულებები, ის რომ გამოძიება თავიდანვე იყო არაობიექტური, უსამართლო და გარკვეულ წილად, შეიძლება ითქვას, რომ ხაზი ჰქონდა გასმული, რომ გარკვეულ ჯგუფს ჰქონდა პირადი ინტერესი მამა გიორგის წინააღმდეგ. ეს არის შორენა თეთრუაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ჯგუფიდან მომდინარე, ყოველთვის სხვა ფორმით გამოხატავდნენ თავიანთ გარკვეულ შეხედულებებს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

განცხადება გააკეთა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

„ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, დაცვის მხარეს რაიმე სიახლე და არგუმენტირებული პოზიცია არ წარმოუდგენია. ისინი ისევ იმ პოზიციაზე იყვნენ რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო საერთოდ არ გაიზიარა. ჩვენ დასკვნით სიტყვაში აღნიშნულ არგუმენტებზე სრულად გვაქვს პასუხი გაცემული და წარმოვადგინეთ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გიორგი მამალაძის ბრალეულობას ადასტურებდა,“ - აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

დღის ამბები