20 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
"სუპერ ლურჯი სისხლიანი მთვარე " - სამი ასტრონომიული მოვლენა ერთმანეთს დაემთხვა

ამ წუთებში მეცნიერები იშვიათ ბუნებრივ მოვლენას ადევნებენ თვალს. დღეს სამი ასტრონომიული მოვლენა ერთმანეთს დაემთხვა. საუბარია ე.წ. სუპერ-მთვარეზე, მთვარის სრულ დაბნელებაზე და ე.წ. ლურჯი მთვარის მოვლენაზე.

თანამგზავრი უკვე მოუახლოვდა დედამიწას ყველაზე ახლო მანძილზე და ჩვენი პლანეტის ჩრდილში მოექცა. ამ მოვლენას ასტრონომები სისხლიან მთვარეს უწოდებენ. იმის გამო, რომ სრული დაბნელების დროს დედამიწის თანამგზავრი - დროებით წითელ ელფერს იძენს, ამ სამი მოვლენის დამთხვევას ნასამ "სუპერ ლურჯი სისხლიანი მთვარე " უწოდა. 

დღის ამბები